თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ამერიკულ საავიაციო გიგანტთან, Boeing-თან, ისტორიული მასშტაბის კონტრაქტი გააფორმა – კომპანია 225 ახალი თვითმფრინავის შეძენას გეგმავს.
გარიგება ოფიციალურად დადასტურდა თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტისას თეთრ სახლში.
75 ერთეული Boeing 787 Dreamliner Turkish Airlines-ს 2029 წლიდან 2034 წლამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები წამყვან საავიაციო ძრავების მწარმოებლებთან – Rolls-Royce-სა და GE Aerospace-სთან, თვითმფრინავების ძრავებით აღჭურვისა და მათი შემდგომი მომსახურების თაობაზე.
ასევე მიღწეულია შეთანხმება 150 ერთეული Boeing 737 MAX-ის შეძენაზე. აქედან 100 ერთეული ფიქსირებული შეკვეთაა, ხოლო დამატებითი 50 ერთეულის შეძენაზე ავიაკომპანიას უფლება ექნება მომავალში. კონკრეტულად რომელი მოდელები შევა ამ პარტიაში, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
Turkish Airlines-ში აღნიშნული შეთანხმება უკვე “საუკუნის გარიგებად” შეაფასეს.
კომპანიამ ფლოტის მნიშვნელოვანი გაფართოების გეგმები ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა მაშინ კონკრეტულ ვადებზე არ უსაუბრია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს Turkish Airlines-მა 300 ერთეული Airbus-ის თვითმფრინავის შეძენის კონტრაქტიც გააფორმა.
ავიაკომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2033 წლისთვის მისი ფლოტი 800 ერთეულს მიაღწევს და წლიურად 170 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება.












