გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. Condé Nast Traveler-მა სოციალურ ქსელში Instagram გერგეტის სამების ფოტო გამოაქვეყანა სათაურით „საუკეთესო სოლო მოგზაურობა 2023 წელს“.
გამოცემა მკითხველს კავკასიის მთებში ლაშქრობას ურჩევს. პოსტს დართული აქვს ვებგვერდის ბმული, სადაც Condé Nast Traveler მკითხველს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, რუანდას, ტაილანდისა და ინდონეზიის ტურისტული მიმართულების მონახულებას სთავაზობს, საქართველოში ყაზბეგის, ბორჯომის, ვარძიის, ასევე სხვადასხვა მონასტრების, ეკლესიებისა და მარნებს მონახულებას ურჩევს. Condé Nast Traveler-ს Instagram გვერდზე 3.2 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
https://www.instagram.com/p/CqjkaPwt_mg/