თურქეთი უამრავ თავგადასავალს სთავაზობს მოგზაურებს, განსაკუთრებით ეს სასიამოვნოა შემოდგომის პერიოდში, რადგან ამ დროს ამინდი თან გრილია, თან კი ნაზი მზე ანათებს. ასეთ დროს აღსანიშნავია უკვდავი ქალაქი სტამბოლი, სადაც დასავლეთი და აღმოსაველთი ერთმანეთს ხვდება და სადაც უამრავი ისტორიული ადგილის ნახვა შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, კულტურული და ბუნებრივი თვალსაზრისით, მეგაპოლისის გარდა, შემოდგომისთვის არსებობს სხვა საინტერესო მიმართულებებიც. მითუმეტეს, ბოლო დროს ჩატარდა ახალი გათხრები და აღმოჩენილ იქნა საინტერესო ადგილებიც.
კულინარიული თავგადასავლები ეგეოსის ზღვის რეგიონში
ეგეოსის სანაპირო გთავაზობთ სასიამოვნო გასტრონომიულ მოგზაურობას, რის ფარგლებშიც შეძლებთ გასინჯოთ უამრავი სახეობის ზღვის პროდუქტი არომატული მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით. ეს ადგილები ასევე აქტიურია ყურძნისა და ზეითუნის ზეთის მოსავალთან დაკავშირებული ფესტივლებითა და სხვა საინტერესო აქტივობებით. ეს პერიოდი ვიზიტორებს სთავაზობს იმოგზაურონ საუკუნოვან ტრადიციებში და გაეცნონ მათი მოყვანის წესებს. ასევე რეგიონის ყველაზე ცნობილი კულინარიული დანიშნულება არის იზმირის ერთ-ერთი პოპულარული უბანი ურლა. იგი არის წყნარი უბანი, რომელიც სეირნობისა და ბუნების მოყვარულთთავის ზედგამოჭრილი ადგილია.
ხმელთაშუა ზღვა და ცხელი ქვიშა
შემოდგომაზე თურქეთის სამხრეთ სანაპიროები, მაგალითად ხმელთაშუა ზღვა, იდეალურია საზღვაო დასვენებისთვის, რადგან ამ დროს კლიმატიც დაბალანსებულია. ზღვაზე დასვენების შემდეგ შეგიძლიათ ეწვიოთ უძველეს დასახლებებს. მაგალითად, ქალაქები ასპენდოსი, საიდი, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. ამასთან, შეძლებთ მოინახულოთ ქარაინის და დამლათაშის მღვიმეები. გასართობი აქტივობებისტვის აღსანიშნავაი ბელექი, სადაც დიდი სივრცისა და შესაბამისი პირობების გამო გოლფის თამაში შეგიძლიათ.
ულამაზესი კაპადოკია
კაბადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ფორმის კლდეებით, გორემეს ეროვნული პარკით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებით და ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქებით. შემოდგომაზე ის განსაკუთრებით ლამაზია, რადგან ამ დროს ოქროს ფერებშია ირგვლივ ყველაფერი. გირჩევდით მოინახულოთ კაბადოკია, მანამ სანამ ნოემბერი დასრულდება, რადგან ამ თვის შემდეგ ძირითად შემთხვევაში ძლიერი ქარი და წვიმები შეგაწუხებთ. აქ ასევე შეძლებთ უძველესი კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და სხვ.
კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქები
უნდა გირჩიოთ უძველეს, კლდეში ნაკვეთ ქალაქებში გამგაზვრება, რომლები ცნეოლითურ დასახლებებს წარმოადგენს. ესენია შანლიურფა, გობექლითეფე და ქარაჰანთეფე. ამ მხრივ აღსანიშნავია მარდინიც. იარეთ მის ვიწრო ქუჩებში და დაათვალიერეთ ისტორიული მონასტრები ეკლესიები და მეჩეთები. და ბოლოს, გირჩევთ, რომ გაემართოთ ქალაქ დიარბაქირისკენ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. დიარბაქირამდე მისასვლელად, იმოგზაურეთ სპეციალური მარშრუტით – დიარბაქირის ექსპრესით, რომელიც დედაქალაქ ანკარადან გადის და აღმოსავლეთის მთებამდე მიემგზავრება. აღსანიშნავია, რომ იგი ჟურნალ Time-ის „2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ადგილების სიაშია“ მოხვედრილი.