ამერიკულმა გამოცემა Travel + Leisure-მ საუკეთესო ავიაკომპანიების ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილზე Singapore Airlines-ია, ხოლო მეორე პოზიციას Qatar Airways-ი იკავებს.
ნომინაციაში “The Top 10 International Airlines” მოხვედრილი ავიაკომპანიებიდან 3 ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარეც ოპერირებს.
Qatar Airways-ი და Turkish Airlines-ი საქართველოს საავიაციო სექტორის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან, ხოლო Korean Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე ჯერჯერობით მხოლოდ ჩარტერული რეისებით შემოიფარგლება.
მაშ ასე, Travel + Leisure-ს ვერსიის თანახმად, საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-10 ასე გამოიყურება:
1. Singapore Airlines,
2. Qatar Airways,
3. EVA Air,
4. Emirates,
5. La Compagnie,
6. Turkish Airlines,
7. Japan Airlines (JAL),
8. Virgin Atlantic ,
9. Korean Air,
10. Air New Zealand.