საუდის არაბეთის ეროვნულმა გადამზიდავმა Saudia Group-მა გერმანულ კომპანია Lilium N.V.-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 100 ერთეულ ვერტიკალური ასაფრენი და დასაფრენი ელექტრო „მფრინავ ტაქსს“ Lilium Jet-ს შეიძენს.
Saudia Group-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავებიდან 50 არის ფიქსირებული შეკვეთა და კიდევ 50 არის მომხმარებლის ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ღირებულება არ არის გამჟღავნებული, კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გარიგება ახლო აღმოსავლეთში ელექტრო ბატარეების მქონე თვითმფრინავების მიწოდებისთვის.
პირველი „მფრინავი ტაქსების“ მიწოდება, რომელსაც 6 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, 2026 წელს იგეგმება. აღნიშნული საფრენი აპარატის ფრენის დიაპაზონი 175 კმ-მდე იქნება, სიჩქარე კი 250 კმ/სთ-მდე.
Saudia გეგმავს “ელექტრო თვითმფრინავი” რეგიონული ტრანსპორტის, ტურიზმის განვითარებისა და მომლოცველთა მომსახურებისთვის გამოიყენოს.
ამ ტრანზაქციის შემდეგ, Lilium Jet-ის შეკვეთები შედგება 106 გარანტირებული ერთეულისგან და 76 შეძენის ოფციით.