საუდის არაბეთმა გამოაცხადა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამი ახალი ავიაკომპანიის შექმნას. ეს ნაბიჯი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ტურიზმის სექტორის გაძლიერების სახელმწიფო პროგრამის, Vision 2030-ის ნაწილია.
ახალი გადამზიდველები მნიშვნელოვნად გააფართოებენ საუდის არაბეთის საავიაციო ბაზარს, რათა ქვეყანამ შეძლოს დასახული ტურისტული მიზნების მიღწევა.
დაგეგმილი ახალი ავიაკომპანიებია:
1. ბიუჯეტური ავიაკომპანია – კონსორციუმი, რომელსაც Air Arabia უხელმძღვანელებს. ბაზირება ქალაქი დამამი. მიზანი 2030 წლისთვის: წელიწადში 10 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.მარშრუტები: 24 შიდა და 57 საერთაშორისო მიმართულება.
2. რელიგიური ტურიზმის გადამზიდველი: ბაზირება: ქალაქი მედინა. მიზანი: უშუალოდ მოემსახუროს რელიგიურ ტურიზმს და უზრუნველყოს პირდაპირი რეისები მომლოცველებისთვის.
3. მესამე გადამზიდველის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
საუდის არაბეთი, რომელიც ადრე დახურული იყო მასობრივი ტურიზმისთვის, გლობალურ ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას გეგმავს. ქვეყნის ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის 150 მილიონი ტურისტი მიიზიდოს, მათ შორის 50 მილიონი უცხოელი ვიზიტორი. ახალი ავიაკომპანიების გაშვება ამ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.












