საუდის არაბეთმა აბჰას საერთაშორისო აეროპორტის განახლების გენერალური გეგმა წარადგინა.
პროექტი ითვალისწინებს ტერმინალის ფართობის 10500 კვ/მ-დან 65000 კვ/მ-მდე გაფართოებას, როგორც პირველი ეტაპის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ 2028 წლისთვის დასრულდება.
პროექტის თანახმად, გაიზრდება აეროპორტის გამტარუნარიანობაც: ის ყოველწლიურად 13 მილიონზე მეტ მგზავრს გაატარებს, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება ამჟამინდელ 1,5 მილიონ მგზავრს.
აეროპორტს შეეძლება წელიწადში 90 000-ზე მეტი ფრენის მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის რეალურ მოცულობას, რომელიც წელიწადში 30 000 ფრენას შეადგენს.
პროექტი მოიცავს სამგზავრო პანდუსების და ავტოსადგომების მშენებლობას. ახალ შენობაში ასევე შედის 20 ჩასხდომაზე გასასვლელი, 41 სარეგისტრაციო დახლი დამგზავრების თვითმომსახურების 7 ახალი პუნქტი.
მოდერნიზებული ტერმინალი იქნება „არქიტექტურული იდენტობა, რომელიც ასახავს ასირის რეგიონის მემკვიდრეობას“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამეფომ მეგა-აეროპორტის აშენების გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც დედაქალაქ რიადში აშენდება. მეფე სალმანის საერთაშორისო აეროპორტი, სავარაუდოდ, გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი, რომლის ფართობია დაახლოებით 57 კვ/მ, რომელსაც 6 პარალელური ასაფრენი ბილიკი ექნება. 2030 წლისთვის ის ელოდება 120 მილიონ მოგზაურს.