ქართულ სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ს ავიაპარკს 2021 წელს სამი Boeing 747-400 ტიპის საჰაერო ხომალდი, ე.წ. ცის დედოფალი შეემატება. როგორც ავიაკომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, აღნიშნული თვითმფრინავების შემოყვანა მშრალი ლიზინგის წესით მოხდება.
“2021 წელს GEO SKY-ს დაგეგმილი აქვს, არსებულ ავიაპარკს სამი ერთეული, Boeing 747-400 ტიპის საჰაერო ხომალდი შემატოს, რომლითაც განხორციელდება სატვირთო გადაზიდვები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, პარტნიორ კომპანიებთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბორტების მშრალი იჯარით სარგებლობის მიმართულებით. საჰაერო ხომალდების ჩამოყვანას ეტაპობრივად ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ, რომ პირველ Boeing 747-400-ის ტიპის საჰაერო ხომალდს საქართვეოლოში 2021 წლის პირველი კვარტალში ჩამოვიყვანთ, ხოლო მეორე და მესამე საჰაერო ხომალდების ჩამოყვანა კი 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში იგეგმება“, განუცხადეს AviaNews-ს GEO SKY-ში.
Boeing 747-400-ის მაქსიმალური ტვირთამწეობა 11 5ტონაა.ამ დროისათვის კი GEO SKY-ს ავიაპარკი ორ ერთეულ Boeing B74-200-ს (B747-236SF და B747-222) აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია GEO SKY 2016 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საჰაერო გადაზიდვები.
GEO SKY-ს 2017 წლის ივლისში მოპოვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპულატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მაშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე მინიჭებული აქვს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი.
ავიაკომპანია GEO SKY-ს ასევე, აქვს მოპოვებული ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.
არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), 2017 წელს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ავიაკომპანია GEO SKY-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაკომპანიას უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.
იმავდროულად, GEO SKY-ს მოპოვებული აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ გაცემული სერტიფიკატი CCAR-129 , რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა შეუზღუდავი ფრენების განხორციელების უფლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
ავიაკომპანიის უსაფრთხოების პროგრამა აკრედიტირებულია გერმანიის სამოქალაქო ავიაციის LBA-ს მიერ და გერმანიის სახელმწიფოში GEO SKY-ს ასრულებს რეგულარულ რეისებს.
ავიაკომპანიის ფლოტი წარმოდგენილია Boeing 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით, სატვირთო გადაზიდვებს ასრულებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით და ახდენს ნებისმიერი ლეგალური ტვირთის საჰაერო გადაზიდვას. ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალ კვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
GEO SKY დღეის მდგომარეობით, დარგის ლიდერის სახელწოდებით არის ცნობილი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშეს და ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს.