სატრანსპორტო კომპანია “ნოვა უკრაინამ” კიევსა და ბათუმს შორის საავტობუსო რეისების განხორციელება დაიწყო. როგორც ტურისტული კომპანია “ავიაქსელის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაინიშნა ავტობუსი კიევი-ბათუმი, ბათუმი-კიევის მიმართულებით.
✅ავტობუსი ყოველ კვირა დღეს 10:00 საათზე ჩამოვა ბათუმში და უკან დაბრუნდება იმავე დღეს 16:00 საათზე ‼️
✅მგზავრმა თან უნდა იქონიოს პასპორტი და პსრ ტესტის პასუხით “ნეგატიური”.
ბილეთის ფასი:
1 თვით ადრე შეძენის შემთხვევაში – 149$
14 დღით ადრე შეძენის შემთხვევაში – 169$
48 საათით ადრე შეძენის შემთხვევაში – 189$
რეისები შესრულდება შემდეგი ქალაქების გავლით:
IZMAIL, KONSTANTSA, VARNA, BURGAS, ISTAMBUL.