სასტუმროების გლობალური ბაზრები სტაბილურად იზრდება. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში პანდემიის შემდეგ წამყვან ქვეყნებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის აღდგენაში სინგაპური უკვე შეუერთდა.

აღნიშნული კარგად ჩანს Global bubble chart-ის დიაგრამაში, რომელიც საკონსულტაციო კომპანია STR-მა წარმოადგინა.

48 ქვეყნიდან, სადაც 50000-ზე მეტი სასტუმრო ნომერია, 11-ში 75%-ზე მეტი დაკავებულობაა, რაც მხოლოდ ერთი პროცენტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. საშუალო დღიური ტარიფი (ADR) ასევე ოდნავ შემცირდა და ახლა $250-ია.

სინგაპური 2022 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ქვეყნების ხუთეულში საუკეთესო სტუმარმასპინძლობის მაჩვენებლით (RevPAR). გარდა ამისა, დატვირთულობისა და ADR-ის ზრდა შეინიშნება სხვა რვა ქვეყანაში.

ირლანდია ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მთავრობის ძალისხმევის წყალობით მოხვდა ტოპ 5 ქვეყანაში ყველაზე მაღალი RevPAR შედეგებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანამ მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი.

მიუხედავად იმისა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნები ნელ-ნელა, მაგრამ პანდემიის შემდეგ მაინც ახერხებენ აღდგენას, ჩინეთსა და ვიეტნამში სასტუმროების დატვირთულობა Covid-19-მდე პერიოდთან შედარებით 25%-ზე მეტით დაბალია.

ასევე უნდა აღინიშნოს სამხრეთ იტალია (ბაზილიკატა / კალაბრია / აპულია) და იტალიის კუნძულები მოხვდნენ საუკეთესო ხუთეულში, სადაც RevPAR ყველაზე დიდ ზრდას აჩვენებს.