სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, 2.7%-ით გაიზარდა. როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში – 10.1%-ით და სამცხეჯავახეთში – 5.9%-ით გაიზარდა. აჭარაში სასტუმროების ფასების ზრდა, ძირითადად, ქობულეთის (13%) და ბათუმის (10%) სასტუმროების ფასების ზრდამ განაპირობა. სამცხე-ჯავახეთის სასტუმროების ფასების ზრდა ძირითადად განაპირობა ბორჯომის სასტუმროების ფასების ზრდამ (18.3%), აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში სასტუმროების ფასები შემცირდა (-2.5%). საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ თბილისში შემცირდა – 1.2%-ით.