სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილის თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ 0.9%-ით გაიზარდა. როგორც PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა (6.5%-ით), ფასები ყველაზე მეტად კახეთში შემცირდა (8.1%-ით).
2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6.1%-ით გაიზარდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში მყოფი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 29.4%ით გაიზარდა4.
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად მცხეთამთიანეთში შემცირდა.
საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მაისში, აპრილთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად გურიაში გაიზარდა, ხოლო კახეთში ყველაზე მეტად შემცირდა.