2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, აპრილსა და მაისში არსებული სოციალური დაძაბულობა და, შესაბამისად, მასშტაბური დემონსტრაციები შენელების მთავარი მიზეზია.
მეზობელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, კვლავ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. ხოლო, ისრაელმა და ახლო აღმოსავლეთმა აჩვენეს ძლიერი აღდგენა რაც შეესაბამება 164% და 151%-იან მაჩვენებელს.
ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი (16%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს. აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.
2024 წლის მეორე კვარტალში შემოსავლების უფრო ძლიერი ზრდა დაფიქსირდა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ამ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ისრაელი და საუდის არაბეთმა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან შემოსავალი სომხეთიდან და ევროკავშირიდან 2024 წლის მეორე კვარტალში 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 12.7%-ით და 3.2%-ით შემცირდა, შესაბამისად.
საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან ტურისტების ზრდასთან ერთად იზრდება მოგზაურობიდან შემოსავლები და მათი წილი საერთაშორისო ვიზიტორების მთლიან შემოსავლებში.
2024 წლის ივნისში, მაღალბიუჯეტიანი სასტუმროებშია საშუალო დღიურმა ფასმა მიაღწია 148 აშშ დოლარს, რაც მცირედი 4%-ით გაიზარდა 2023 წლის ივნისთან შედარებით. რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიაღწია 70%-ს, რაც 11 პროცენტული პუნქტით აღემატება ნახტომი 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს.