Hotels.com-ის 2025 წლის კვლევის, “Hotel Room Innsights”-ის თანახმად, მსოფლიოს სასტუმროების დაახლოებით 56% ცდილობს, მუდმივად განაახლოს ნომრების ტექნოლოგიური აღჭურვილობა. ეს ძირითადად მოიცავს ჭკვიანი ვენტილატორების, ტელევიზორების და განათების მართვის სისტემების დაყენებას. სასტუმროები ასევე ნერგავენ ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე მომუშავე კონსიერჟის მომსახურებას და ნომრებში ხმოვან მართვას.
სასტუმროს ნომრებში და აბაზანებში ტექნოლოგიური სიახლეები სულ უფრო ხშირად ჩნდება:
აბაზანები: ჭკვიანი სარკეები, წყლის ტემპერატურის ციფრული რეგულატორები და მოძრაობის სენსორიანი ონკანები. სხვა სიახლეებს შორისაა ჭკვიანი საშხაპე თავები და აბაზანის შევსების ხმოვანი მართვის სისტემები.
მომავლის ტექნოლოგიები: განთავსების ობიექტები დაინტერესებულნი არიან ისეთი ინოვაციების განვითარებით, როგორიცაა AI-კონსიერჟი, რობოტი პერსონალი, ბიომეტრიული წვდომა და ინტელექტუალური პერსონალიზაციის შესაძლებლობები.
მიუხედავად სიახლეებისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ბევრი სტუმარი ტექნოლოგიების გამოყენებისას სირთულეებს აწყდება. ყველაზე ხშირ პრობლემებად სახელდება განათების დარეგულირება, Wi-Fi-ზე წვდომა, გასართობი სისტემებისა და კონდიცირების მოწყობილობების გამოყენება.
ამ პრობლემების გადასაჭრელად, სასტუმროების 52% ახლა უკვე ვერბალურ განმარტებასსთავაზობს სტუმრებს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასტუმროების 70% ხაზს უსვამს სტუმრებთან ცოცხალი კომუნიკაციის საჭიროებას, განსაკუთრებით რეგისტრაციის დროს და დახმარების მოთხოვნისას. ზოგიერთმა სასტუმრომ ნაწილობრივ უარი თქვა ავტომატიზებულ ფუნქციებზე, მაგალითად, რობოტების მიერ საუზმის მიტანაზე, რადგან დამსვენებლები პირისპირ კომუნიკაციასამჯობინებენ.
კვლევა, რომელმაც მსოფლიოს 450 სასტუმრო მოიცვა, 2025 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა.












