Back Lit Business People Traveling Airport Passenger Concept

ნიუ იორკი 2018 წელს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ლიდერობს. აღნიშნულის შესახებ საუბარია კომპანია Egencia-ს კვლევაში.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ლონდონი, ხოლო მესამეზე – პარიზი.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს აშშ-ს მეგაპოლისს საქმიანი ვიზიტით 10%-ით მეტი სტუმრობდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს.

ბიზნეს ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ქალაქების TOP-5-ში მოხვდა ასევე შანხაი და ტორონტო.

მიუხედავად იმისა, რომ „შესანიშნავ სამეულში“ ამერიკული და ევროპული ქალაქები მოხვდნენ, მთლიანობაში რეიტინგში მაინც აზიური მიმართულებები დომინირებენ.

Egencia-ს მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში სამიანი ტურიზმი თითქმის 110%-ითაა გაზრდილი.

მაშ ასე, 2018 წლის მთავარი ბიზნეს ტურიზმის მიმართულებების TOP-20 ასეთია:

1. ნიუ იორკი

2.ლონდონი

3. პარიზი

4. შანხაი

5. ტორონტო

6. სინგაპური

7. სან-ფრანცისკო

8. ჰონგ კონგი

9. ტოკიო

10. ჩიკაგო

11. დუბაი

12. მეხიკო

13. ბოსტონი

14. მონრეალი

15. პეკინი

16. ლოს ანჟელესი​

17. მუმბაი

18. სან პაოლა

19. კასაბლანკა

20. სეული.