წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში, მასშტაბურ საერთაშორისო სამიტს B2B Summit by Tarifa უმასპინძლა. ღონისძიება ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. სამიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია. უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით, ღონისძიებების გასამართად სასტუმროების ინფრასტრუქტურით და საჭირო სივრცეებით.

წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, წევრ კომპანიებთან ერთად წარდგენილი იყო 15 საერთაშორისო ფორუზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში და ა.შ.

ღონისძიებების ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა პოტენციურ დამკვეთებთან, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, ასევე ქორწილების გასამართად.