საქართველოს მთავრობა სპეცრეისების პროგრამის აღდგენას გეგმავს, რათა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რომ სპეცრეისების შესრულების პროგრამაში უნდა ჩაერთოს რამდენიმე კომპანია. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს ამ სეგმენტში კონკურენციის უზრუნველყოფა დაავალა, რათა ავიაბილეთები მორგებული იყოს ემიგრანტების შესაძლებლობებზე. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ უნდა იყოს.
“მივიღე გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რითაც ვენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამოქალაქეები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული განრიგი ჩვენი თანამოქალაქეებს დასაბრუნებლად, ავიაბილეთზე მისაღები ფასებით. და ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს კატასტროფული ფასები, რაზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა კომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში უნდა იყოს მორგებული თანამოქალაქეებზე, ემიგრანტებზე. ამიტომ ორშაბათს შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე უნდა იყოს განთავსებული კონკრეტული განრიგი”, განაცხადა გიორგი გახარიამ.