საქართველოში წმინდა ცეცხლს ტრადიციულად ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩამოტანა გასული წლის მსგავსად Georgian Airways-ის რეგულარული სამგზავრო რეისით მოხდება.
”წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისით მოხდება.
წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის რეგულარული რეისით 4 მაისს ჩამოიტანენ.
Georgian Airways-ის ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
წმინდა ცეცხლის ჩამოიტანის შემდეგ ის საქართველოს ყველა ტაძარში გადანაწილდება.
წმინდა ცეცხლის გარდმოსვლა მაცხოვრის საფლავის ტაძარში, იერუსალიმში, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს ხდება. კუვუკლიიდან ცეცხლის გარდამოსვლა გამოხატავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ სასწაულის კვლავ განმეორებას, შემდეგ ათასობით მორწმუნენი ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.