საქართველოში წმინდა ცეცხლს ტრადიციულად ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიტანენ. Georgian Airways-ი დამატებით რეგულარულ ფრენას 23 აპრილს განახორციელებს და წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22:25 საათზე ჩამოიტანს, რომელიც შემდეგ საქართველოს ყველა ტაძარში გადანაწილდება.

ტრაციციულადვე, Georgian Airways-ი საჰაერო ხომალდიდან წმინდა ცეცხლი პირველს ისრაელში საქართველოს ელჩს ლაშა ჟვანიას გადმოაქვს. 

წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად ავიაკომპანია Georgian Airways-ის საჰაერო ხმალდი თელ ავივის მიმართულებით 15:00 საათზე გაფრინდება, ხოლო მოფრენა 22:25 საათზეა დაგეგმილი.

წმინდა ცეცხლის გარდმოსვლა მაცხოვრის საფლავის ტაძარში, იერუსალიმში, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს ხდება. კუვუკლიიდან ცეცხლის გარდამოსვლა გამოხატავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას.

ამჟამად, ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის პატრიარქის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელთმსახურნი.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ სასწაულის კვლავ განმეორებას, შემდეგ ათასობით მორწმუნენი ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.