ვიზიტორებს ხარჯები გაეზარდათ, – ასეთი „საქსტატის“ კვლევის შედეგები. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების ხარჯმა 120 მლნ ლარს გადააჭარბა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 112 მლნ ლარი იყო.

საანგარიშო პერიოდში საშუალო ხარჯი ვიზიტზე 7,5 ლარით არის გაზრდილი და 122,3 ლარს შეადგენს.

საშუალო ხარჯში ყველაზე დიდი წილი მოდის საყიდლებზე (საშუალოდ დღეში 39.5 ლარი. ხარჯები ყველაზე მეტად სწორედ საყიდლებზე ფასის მატებით არის განპირობებული), კვებასა (24,4 ლარი სშუალოდ) და ტრანსპორტზე (22,5 ლარი საშუალოდ).