2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ექვსი თვის განმავლობაში Turkish Airlines-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2 974,920 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airlines-ი, იანვარ-ივნისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 2 023,081 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-ივნისში განმავლობაში 743,790 ტონა ტვირთი გაატარა.
6 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 364,139 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Easy Charter-ი, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 332,515 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
MNG Airlines;
Cargolux Airlines;
Easy Charter
2024 წლის იანვარ-ივნისში გადაზიდული ტვირთის რაოდენობა შეადგენს 11022.855 ტონას.