2022 წლის მარტში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მარტში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 234,853 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. მარტში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 167,975 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, აშშ-ს ავიაკომპანია Continental Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით მარტის განმავლობაში 164,964 ტონა ტვირთი გაატარა.

მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 150,600 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Myway Airlines-ი, რომელიც 2022 წლის მარტში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 104,048 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Continental Airlines;

Georgian Airlines;

Myway Airlines.