2021 წლის იანვარ-მაისში 2020 წლის იანვარ-მაისთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 32%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 7 435,459 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-მაისში კი 5 613,462 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 32,46%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის 5 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 5 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 19,20%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 5 თვეში აეროპორტმა 9 202,300 ტონა ტვირთი გაატარა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება