მთავარი სლაიდერზე საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა

287

საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა (37.7%). როგორც საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვაშია აღნიშნული, სხვა ხშირად ნახსენებ მიზნებს შორისაა მეგობრების და ნათესავების მონახულება (22.2%), ტრანზიტი (18.1%), შოპინგი (9.5%), ბიზნესი, პროფესიული საქმიანობა (8.2%) და მკურნალობა (2.7%). მხოლოდ ვიზიტების 1.4% იყო სხვა მიზნით განხორციელებული.
მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა ოთხი ღამეა. მეზობელი ქვეყნების რეზიდენტების საქართველოში ყოფნის პერიოდი საკმაოდ მცირეა, რუსეთის რეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც საშუალოდ ექვსი ღამით რჩებიან საქართველოში.