საქართველოში ივლისში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ევროკავშირიდან 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით 14,1%-ით გაიზარდა და 55 480-ს შეადგენს. მაჩვენებელი გაზრდილია გერმანიიდან (+33,7%), საფრანგეთიდან (29,6%), ლიეტუვა (+20%), ლატვია (17,4%), პოლონეთი (15,7%).
საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, მეორეზე კი ავიაემბარგოს მიუხედავად, კვლავინდებურად რუსეთი, თურქეთი რეიტინგში მესამე ადგილზეა.