2020 წლის იანვარში საავიაციო ნავთის იმპორტმა 5,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (4,6 ათასი ტონა).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ქვეყნების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 2020 წლის იანვარში საავიაციო ნავთის იმპორტის 62,9% – 3,4 ათასი ტონა განხორციელდა თურქმენეთიდან, 35,1% – 1,9 ათასი ტონა – რუმინეთიდან, 3,7% – 0,2 ათასი ტონა -თურქეთიდან და ა.შ.