2018 წლის აგვისტოში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 11,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,7 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან (12,2 ათასი ტონა) შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 65,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 7,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (57,7 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 7,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 64,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ეგვიპტე – 4,1 ათასი ტონა (35,7%).