2019 წლის სექტემბრში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,4 ათასი ტონა, რაც 7,4 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 57,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე – 1,7 ათასი ტონა (31,5%), თურქეთი – 0,6 ათასი ტონა (11,1%).

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 80,8 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75,3 ათასი ტონა).