2019 წლის ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,1 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% განხორციელდა თურქმენეთიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (83,6 ათასი ტონა).

“საავიაციო ნავთის იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა”, განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.