მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა 43,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 37,7 ათასი ტონით ანუ 46,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (80,8 ათასი ტონა) შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,3%-ი (34,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,5%-ი (6,7 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 5,1%-ი (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 0,1%-ი (0,03 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან.