2019 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,0 ათასი ტონა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 2,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,50%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე – 2,4 ათასი ტონა (31,0%), რუმინეთი – 1,4 ათასი ტონა (17,5%), საბერძნეთი – 1,4 ათასი ტონა (17,5%), თურქეთი – 0,3 ათასი ტონა (2,4%).

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,6 ათასი ტონა, რაც 6,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (15,2 ათასი ტონა).

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან.