2018 წლის ივნისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 10.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2.7 ათასი ტონით მეტია მაისის მაჩვენებელთან შედარებით (7.3 ათასი ტონა).
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ივნისის საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 6.3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63.0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საბერძნეთი – 3.7 ათასი ტონა (37 %).
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 41.3 ათასი ტონა, რაც 8.9 ათასი ტონით ანუ 27.5%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (32.4 ათასი ტონა).