საქართველოში Ryanair-ის შემოსვლაზე განცხადება სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირლანდიურ დაბალბიუჯეტიდან ავიაკომპანიასთანშეთანხმება უკვე მიღწეულია. ფრენები როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან შესრულდება.
ავიაკომპანია Ryanair-ი 1984 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესია. საქართველო 39-ე ქვეყანა იქნება, რომელშიც ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს.