საქართველოში რეაქტიული საწვავის (საავიაციო ნავთი) იმპორტი მზარდია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 101 784,3 ტონა რეაქტიული საწვავის იმპორტი დაფიქსირდა, რაც 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იანს ზრდას გულისხმობს.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 100 604,6 ტონა შეადგინა, ხოლო 2016 წელს კი – 70 731,3 ტონა. შესაბამისად 2018 წელს 2016 წელთან შედარებით საავიაციო ნავთის იმპორტი 43%-ითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო მაჩვენებლებით, წლების განმავლობაში ფასის სახეზეა. მაგალითად, თუ 2018 წელს ქვეყანაში 73 მლნ 678 ათას 900 დოლარის საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 55 მლნ 271 ათას 700 დოლარი იყო, შესაბამისად ზრდამ 33%-ი აჩვენა. 2016 წელს ქვეყანაში 31 მლნ 778 ათას 400 დოლარის საავიაციო ნავთის იმპორტი მოხდა, რაც იმას ნიშნავს, 2018 წელს 2016 წელთან შედარებით, თანხობრივ გამოსახულებაში ზრდამ 130%-ი შეადგინა.

„საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში რეაქტიული საწვავის (საავიაციო ნავთი) TOP-5 იმპორტიორი ქვეყნები არიან:

თურქმენეთი,

საბერძნეთი,

ეგვიპტე,

აზერბაიჯანი,

რუმინეთი.