Novotel, მსოფლიოში ცნობილი საშუალო ფასის სეგმენტის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც 176 ნომრიანი Novotel Tbilisi Center სასტუმრო გახსნა. მას საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში Accor-ი წარმოადგენს.

სასტუმრო საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში – ავლაბრის რაიონში გაიხსნა, ხედით ძველ ქალაქსა და წმინდა სამების ცნობილ კათედრალურ ტაძარზე. ახალი სასტუმრო გათვლილია როგორც საქმიანი მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დასასვენებლად ჩამოდის. Novotel Tbilisi Center სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე ნომრებს ელეგანტური ინტერიერით, აუზით სახურავზე, მყუდრო რესტორნით და აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზებით.

Novotel საშუალო ფასის სეგმენტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სასტუმრო ბრენდია. ბრენდის პორტფელი მოიცავს 570-ზე მეტ სასტუმროს 65 ქვეყანაში და 165 ობიექტს, რომელთა გახსნა დაგეგმილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Novotel ორიენტირებულია როგორც დასვენებისთვის, ასევე კორპორაციულ მოგზაურეობასთან დაკავშირებულ სტუმრებზე.

Novotel Tbilisi Center წარმოადგენს საქართველოში Accor-ის მზარდი პორტფოლიოს საკვანძო დამატებას, რომელსაც დღესდღეობით აქვს ცხრა სასტუმრო, უახლოეს წლებში დაგეგმილი შემდგომი ზრდით.

“Novotel” არის Accor-ის ერთ-ერთი ფუნდამენტური ბრენდი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალო ფასის სეგმენტის სასტუმროს ბრენდი მსოფლიოში. ის ასოცირდება ხარისხთან, კომფორტთან და შესანიშნავ მომსახურებასთან საოჯახო დასვენებისა და საქმიანი მოგზაურობისთვის. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვის. Novotel Tbilisi Center იქცა შესანიშნავ დამატებად ქვეყანაში წარმოდგენილი ჩვენი ამჟამინდელი მრავალფეროვანი ბრენდების პორტფოლიოსთვის, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი სტუმრის საჭიროებები”, – კგანმარტავს ალექსის დელაროფფი, Accor New East Europe-ის გენერალური დირექტორი.

ახალი სასტუმრო მოხერხებულად არის განლაგებული გურჯაანის ქუჩაზე, თბილისის პოპულარულ ავლაბრის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობით. ამავე სახელწოდების მეტროსადგური სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. აქედან მარტივად შეგიძლიათ მოხვდეთ მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, მათ შორის დედოფალ დარეჯანის სასახლესთან, მეტეხის ტაძართან და რიყის პარკთან საბაგირო გზით, რომელიც ადგილობრივ ტერიტორიას აკავშირებს ნარიყალას უძველეს ციხესთან – თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლთან.

Novotel Tbilisi Center-ის ინტერიერის ავთენტური კონცეფციის საფუძველში დევს ჰარმონია და ბალანსი, ასევე კომფორტისა და მომსახურების მაღალი დონე, სამსახურისა და დასვენების ეფექტური შეთავსებისთვის. სხვადასხვა კატეგორიის 176 ნომერი, რომელთა შორის არის დიდი და ფართო ლუქსები და კომფორტული ნომრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განთავსების შესაძლებლობით, გაფორმებულია უნიკალურ სტილში. ნომრებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დიზაინი შემუშავებულია მსოფლიოში ცნობილი დიზაინისა და არქიტექტურის სტუდიის Sundukovy Sisters-ის მიერ, მაღალხარისხოვანი ეკოლოგიური მასალების გამოყენებით და თანამედროვე ტრენდების შესაბამისად.

სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ შეუკვეთონ ადგილობრივი და ევროპული სამზარეულოს კერძები გასტრონომიულ რესტორანში Echo, რომელიც მდებარეობს სასტუმროს ზედა სართულზე. მისი სახელწოდება გვახსენებს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ანარეკლებს, რომლებიც გვხვდება მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც უზრუნველყოფს ავთენტურ გასტრონომიულ გამოცდილებას. დღის განმავლობაში, სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კოქტეილებითა და მსუბუქი წასახემსებლით ლობი-ბარში პირველ სართულზე.

ახალი სასტუმროს ინფრასტრუქტურაში ასევე შედის გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელშიც განთავსებულია თანამედროვე ფიტნეს-ცენტრი, მასაჟის ოთახები და მშვიდი გამწვანებული ეზო იოგით ვარჯიშისთვის. ზედა სართულზე განთავსებულია საცურაო აუზი ქალაქის და მისი ღირსშესანიშნაოების პანორამული ხედებით. კერძო და კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებლად, Novotel Tbilisi Center გთავაზობთ ორ საკონფერენციო დარბაზს, ხოლო მოგვიანებით, ამ წლის ბოლომდე, მასშტაბური ღონისძიებებისთვის გეგმავს სამეჯლისო დარბაზის გახსნას.

Novotel-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი ოჯახური დასვენებისთვის, უფასოდ განათავსებს 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მშობლების ნომრებში ან სთავაზობს ოჯახებს 50%-იან ფასდაკლებას მეორე ნომრის სტანდარტულ ტარიფზე. საუზმე ბავშვებისთვის ასევე უფასოა, ხოლო სასტუმროს ფოიეში მათთვის ხელმისაწვდომია ბევრი თამაში და გართობა.

Novotel Tbilisi Center-ში მყოფ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ დასაჩუქრების, მომსახურებისა და შთაბეჭდილებების ფართო სპექტრით, რომლებიც შემოთავაზებულია გლობალური ლოიალობის პროგრამის – ALL – Accor Live Limitless ფარგლებში, რომელიც ჩუქნის სასიამოვნო შთაბეჭდილებებს სასტუმროში ყოფნისას და მას შემდეგაც.