Accor-ის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომ ბრენდი და გლობალურად განახლებული იბისის ოჯახის წევრი, ხსნის ახალ სასტუმროს – ibis budget Tbilisi Center-ს. ეს გახლავთ ამ ბრენდის პირველი სასტუმრო და მეოთხე საკუთრება საქართველოში. ibis budget Tbilisi Center სასიამოვნოდ გააოცებს თავის სტუმრებს თანამედროვე დიზაინით, კომფორტითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
მოქნილი გარემოს წყალობით, იბის ბაჯეთი შესანიშნავი ადგილია ურბანული თავგადასავლების, კომფორტული ოთახების, ინტუიციური დიზაინისა და მშვიდი სოციალური სივრცეების მოყვარულთათვის. იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრის გუნდი სტუმრებს ხვდება ქართული სტუმართმოყვარეობით და მათ სასტუმროში ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს და მეგობრულს ხდის.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ აკორის მეოთხე სასტუმროს გახსნის შესახებ. თბილისი განსაკუთრებით ღირებული ქალაქია ჩვენთვის. იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრის გახსნა არა მხოლოდ ამყარებს ჩვენს არსებობას თბილისის რუქაზე, არამედ საფუძველს უყრის ახალი ეკონომ-ბრენდის შემოსვლას საქართველოში. იბისის ოჯახს უკვე მოგებული აქვს უამრავი ტურისტისა და თბილისის მაცხოვრებლის გული და ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ უკლებლივ ყველა თბილად შეხვდება ამ ახალ შესაძლებლობას. შეუძლებელია არ შეგიყვარდეს თბილისი და ეჭვიც არ მეპარება რომ ერთხელ დარჩენის შემდეგ სტუმრები აუცილებლად დაბრუნდებიან.“ – აღნიშნავს ალექსის დელაროფი, აკორის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში.
ტრენდული და ცოცხალი სატუმრო მდებარეობს თბილისის გულში, მთავარი ქუჩის – რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ვარდების მოედნიდან 5 წუთის სავალზე. სულ რაღაც 20 წუთია საჭირო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და 3 წუთი რუსთაველის მეტრომდე. სასტუმრო მდებარეობს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან და ვერის პარკთან ახლოს და გარშემორტყმულია ისტორიული ადგილებით, სავაჭრო ცენტრებით, რესტორნებითა და ბარებით.
ორიგინალური და ფერადი დიზაინი არის იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრის მთავარი მახასიათებელი. როგორც ყველა იბისის სასტუმრო, დიზაინი და კონცეფცია არის თანამედროვე და ურბანული სამყაროთი შთაგონებული. ინტერიერის ნათელი ფერები ქმნის სიცოცხლით სავსე და მშვიდ გარემოს, სწორედ ისეთს, როგორიც თავად სტუმართმოყვარე საქართველოა. სტუმარმასპინძლობის ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, სასტუმროს ლობი არის დინამიური სივრცე, სასტუმროს გული, სადაც გაცილებით მეტი რამ შეგიძლია აკეთო, ვიდრე მხოლოდ გასაღების აღება და ღამისთევაა. მაგალითად: მიირთვა ყავა, ვიტამინებით მდიდარი საუზმე, შეხვდე მეგობრებს ან თუნდაც იმუშაო მყუდრო და სასიამოვნო გარემოში. აქ ყველაფერი უმცირეს დეტალებამდეა გათვლილი: ორიგინალური ავეჯი ქართული ანბანის ელემენტებით, ბიბლიოთეკა, პინგ-პონგი და მუსიკით ინსპირირებული გრაფიტი კედლებზე.
სასტუმროს აქვს 6 ტიპის 158 ოთახი, მათ შორის სტანდარტული, ადაპტირებული და ოთახი ოჯახებისთვის. ოთახები აღჭურვილია ყველაფრით, რაც საჭიროა დასვენებისთვის: კომფორტული საწოლი, კლიმატ კონტროლი, უფასო მაღალ სიჩქარიანი Wi-Fi, ტელევიზორი არხების ფართო არჩევანით და სხვ. იბის ბაჯეთის ახალი საძინებლის კონცეფცია აერთიანებს თანამედროვე სტილს და მარტივ კომფორტს.
ყოველ დილით სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი საუზმით, დაიწყონ დილა ფინჯანი ყავითა და ხრაშუნა კრუასანით სასტუმროს ეზოში. მათთვის, ვინც სულ მოძრაობაშია, იბის მარკეტის მაცივარში იპოვის ჯანსაღ საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებს.
იბის ბაჯეთ თბილისი ცენტრში სტუმრებს შეუძლიათ გაიზიარონ ურბანული სპორტისა და აქტიური ცხოვრების წესისადმი სიყვარული. ამ ყველაფერთან ერთად, სასტუმროს შეუძლია სარბენი რუკების შეთავაზება, რომლებზეც დატანილია შენობასთან ახლოს მდებარე ბილიკები, სავარჯიშო რჩევები, ისევე როგორც კალორიების დამთვლელი შკალა რომელიც კიბეებით სარგებლობის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი შთააგონებს ადამიანს, ვარჯიშის პროცესი გახადოს უფრო სასიამოვნო და სახალისო.
იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი იდეალურია ოჯახით მოგზაურობისთვის. სასტუმროდან სულ რაღაც 9 კმ-ია მთაწმინდის გასართობი ცენტრამდე, ხოლო 10 კმ. Gino Paradise-მდე, რაც ნამდვილი სამოთხეა ბავშვებისთვის. ამ ყველაფერთან ერთად, ლისისა და კუს ტბა ნამდვილად სახალისო ადგილია ოჯახური გართობისთვის.
ibis budget – ის შესახებ:
იბის ბაჯეთი არის ჭკვიანური გადაწყვეტილება ურბანული სულისკვეთებით გამსჭვალული და თავგადასავლების მაძიებელი სტუმრებისთვის. გამოცდილ მოგზაურებს შეუძლიათ აღმოაჩინონ და დააფასონ ბრენდის კომფორტული და ახალი დიზაინი, Sweet Bed by ibis budget, ჯანსაღი და გულით მომზადებული საუზმე… იბის ბაჯეთში სტუმრები იკრიბებიან მათი ინტერესებისა და სურვილების, სპორტისა და მხიარული თავგადასავლების გარშემო, რათა შეინარჩუნონ ენერგია და განწყობა მოგზაურობის დროს. მათთვის, ვინც კარგად იცის თავგადასავლებისა და გამოწვევების ფასი – იბისის სასტუმროები განსაკუთრებით კარგი გამოწვევაა. ისინი ძირითადად განლაგებულნი არიან მთავარ გზებთან, აეროპორტებთან და ქალაქის ცენტრებთან. იბის ბაჯეთს აქვს 635-ზე მეტი სასტუმრო, 20-ზე მეტ ქვეყანაში და აპირებს მისი რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს მსოფლიოს ყველა კუთხეში. იბისი გახლავთ სტუმარმასპინძლობის სფეროში სამყაროს წამყვანი კომპანიის Accor-ის წევრი, რომელიც თავის რიგებში 5,300-ზე მეტ საკუთრებას ითვლის 110-ზე მეტ ქვეყანაში და მონაწილეობს ALL-ის (Accor Live Limitless) პროგრამაში. ცხოვრების წესი, რომელიც გამოხატულია ლოიალობის პროგრამაში, შესაძლებლობას იძლევა მიიღოთ განსხვავებული სერვისები, გამოცდილებები და ჯილდოები.