EUROCONTROL-ის მონაცემებით 6 მაისს (ოთხშაბათი) ევროპის საჰაერო სივრცეში 4803 ფრენა შესრულდა. აღნიშნული მაჩვენებლები კი წინა წლის ანალოგიური კვირის ოთხშაბათის ანუ 8 მაისის მონაცემებთან 84.8%-ითაა შემცირებული. ევროპაში მიმდინარე კვირის ფრენების მაჩვენებელი კი გასული კვირის ოთხშაბათის (29 აპრილი) მაჩვენებლებთან გაზრდილია 236 რეისით.
EUROCONTROL-ის სტატისტიკის მიხედვით, 6 მაისს ყველაზე მეტი რეისი DHL Express-მა განახორციელა. მის ბალანსზე ამ დღეს შესრულებული 251 რეისია. მიმდინარე კვირის ოთხშაბათს ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ფრანკფურტის აეროპორტი დასახელდა, რომელმაც ამ დღეს 258 რეისი მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს, ფრენების რაოდენობა მიმდინარე კვირის ოთხშაბათი დღის მაჩვენებლები, გასული წლის ანალოგიური კვირის ოთხშაბათთან შედარებით 83%-ით შემცირებული. ირკვევა, რომ 6 მაისის მონაცემებით საქართველოში განხორციელებული ფრენების 19%-ი საერთაშორისო იყო, ხოლო 81%-ი გადამფრენი.