საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი.
🔹თბილისის შემდეგ ჟაჟა ტრუბეკი ქუთაისში ჩავიდა, განახლებული აეროპორტი დაათვალიერა და მის პოტენციალს ადგილზე გაეცნო.
🔹ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ბორტს აბრუნებს და 1-ლი აგვისტოდან პირდაპირ რეისებს პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.
🔹საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.
🔹ავიაკომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სიხშირეები გაიზრდება ქუთაისიდან ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.
მთავარი ავიაკომპანიები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი იმყოფება