არის თუ არა COVID-19-ით ინფიცირებული ავსტრიელი პილოტი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

უცხოელ პილოტს კორონავირუსი სასტუმროში, თვითიზოლაციაში ყოფნისას დაუდასტურდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ის თავის ნომერში იმყოფებოდა და როგორც კი კორონავირუსზე აღებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავსტრიელი პილოტი საავადმყოფოში სასტუმრო „ჰილტონიდან“ გადაიყვანეს.