საქართველოში COVID-პასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც COVID-პასპორტში უნდა აისახოს.
” COVID-პასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება COVID-პასპორტში – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა გაბუნიამ.