2019 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 125 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 227 ლარი. აღსანიშნავია, რომ როგორც 3*, ასევე 4* სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი ფასები 2019 წლის იანვრის თვიდან მცხეთა-მთიანეთში ფიქსირდება. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 73 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 486 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 599 ლარი შეადგინა, აჭარაში – 471 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 385 ლარი, ხოლო კახეთში – 355 ლარი.