საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა. PMCG-ის ინფორმაციით, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (40.1%) და სამცხე-ჯავახეთში (20.6%) გაიზარდა. თბილისში, 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 3, 4 და 5* სასტუმროების ფასები 10.8%-ით შემცირდა. საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 3.7%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში (-17.6%) და ქვემო ქართლში (-13.4%) შემცირდა. მოცემულ პერიოდში, თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 2.2% შეადგინა.