საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა პირადობის მოწმობებით გახდეს შესაძლებელი. მხარეებმა აღნიშნული საკითხი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ალექსანდრ საიენკოს შეხვედრის დროს განიხილეს.

“შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების ქვეყნებს შორის შიდა პასპორტებით გადაადგილების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, დააჩქაროს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომელიც ორმხრივ გადაადგილებას კიდევ უფრო გაამარტივებს”, აღნიშნულია”, აღნიშნულია უკრაინის მთავრობის პორტალზე.

შეხვედრაზე მამუკა ბახტაძეს ალექსანდრ საიენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოწვევა გადასცა და შესაბამისად შემოდგომისათვის მამუკა ბახტაძის უკრაინაში ვიზიტისათვის მზადებაც დაიწყო.