ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს აბდულკადირ ურალოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობა კიდევ ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. აღინიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად ორ ქვეყანას შორის გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 615 ათასზე მეტი მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,97%-ით მეტია. ხაზი გაესვა, რომ ამჟამად თურქეთის 4 ავიაკომპანია ახორციელებს ქვეყნებს შორის კვირაში 100- ზე მეტი სიხშირით მგზავრების გადაყვანას, ასევე წარმატებით ფუნქციონირებს სატვირთო ავიაგადაზიდვებიც. ითქვა, რომ თურქეთის უმსხვილეს ავიაკომპანიასთან Turkish Airlines-თან მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულების დაწყების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის თანამშრომლობას როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გახშირებული ავია მიმოსვლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის განვითარებაში – 2024 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში შემოსულია 1,3 მლნ ვიზიტორზე მეტი და ამ მაჩვენებლით, თურქეთი მეორეა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლის მიხედვით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინვესტიციების, სახმელეთო ტრანსპორტის, ჰიდროგრაფიისა და საზღვაო სფეროს, რკინიგზისა და სხვა მიმართულებით.