საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა და საუდის არაბეთის სამეფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალური ორგანოს (GACA) პრეზიდენტმა აბდულაზიზ ალ-დუაილეჯმა თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი ითვალისწინებს საავიაციო ხელისუფლებებს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერება, ზედამხედველობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ტექნიკური მიმართულებებით გამოცდილების გაზიარება, საჰაერო ტრანსპორტში გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერება და სხვა.
შეხვედრაზე, გივი დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული ზრდის დინამიკას და ისაუბრა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგის ძირითად მიღწევებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც საავიაციო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სალომე ქურასბედიანი და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე.
მთავარი რეგულაციები საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი...












