სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მე-40 ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია კატარის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდ დინამიკაზე და საავიაციო ხელისუფლებებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ „ე.წ. ღია ცის პრინციპებს“. აღნიშნულის გათვალისწინებით საავიაციო ხელისუფლებების მიერ გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყენას შორის რეგულარული რეისების განხორციელების მსურველი ავიაკომპანიების რიცხვი მომავალში გაიზრდება (ამჟამად საქართველოსა და კატარს შორის რეგულარულ რეისებს Qatar Airways ასრულებს).
საავიაციო უწყებები, ICAO-ს „No Country Left Behind” ინიციატივის ფარგლებში ორმხირივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, გამოცდილების გაზიარებისა და პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები კანადაში ICAO-ს რიგით მე-40 ასამბლეაზე დასწრების და საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფებოდნენ.