საქართველოს უცხოელი ვიზიტორები დასვენება, გართობისა და რეკრეაციის მიზნით სტუმრობენ.
საქსტატის მონაცემებით,2023 წლის მესამე კვარტალში უცხოელი ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი, 58.9% სწორედ ამ მიზნით ეწვია საქართველოს. მეორე ადგილზე მეგობრებისა და ნათესავების მონახულებაა, მესამე პოზიციაზე კი საქართველოში სტუმრობის მიზანი ტრანზიტია.
2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ეს 22.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 15.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 74.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 21.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.