12 ივლისს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, სადაც ალიანსის მიერ სამუშაო წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და დაინტერესებული მხარეებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენა მოხდება.

ღონისძიებას დაესწრებიან ალიანსის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, USAID-ის ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელები. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა ამერიკის ელჩთან კელი დეგნანთან.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 2020 წლის 25 აპრილს შეიქმნა. ალიანსი აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 13 ასოციაციასა და 19 ორგანიზაციას. ალიანსი მიზნად ისახავს ინტერსექტორალური თანამშრომლობის  გზით საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას,

ტურიზმის კერძო სექტორის დემოკრატიული პლატფორმის შექმნას ცვლილებებისა და რეფორმების განსახორციელებლად, ინდუსტრიის გაძლიერებას კერძო, საჯარო და დონორი ორგანიზაციების პარტნიორობით.