საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული საიმიჯო ვიდეორგოლი ევროპის რეგიონის საუკეთესო კლიპად აღიარეს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნომინაციაში „Tourism and the Decade of Action” გამარჯვებული ვიდეორგოლი „სტუმარი“ გახდა.
გადაწყვეტილება უზბეკეთში, სამარყანდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში გამოცხადდა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობდა. გამარჯვებული ტურისტული მიმართულებები მედიის სფეროში პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration/videos/578226377730310