გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს განცხადებით, https://www.bmi.bund.de/…/einreisebeschraenkung… 2021 წლის 25 ივნისიდან გამარტივდება სრულად ვაქცინირებული პირების გერმანიაში შემოსვლის წესები:
მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ გერმანიაში ვიზიტის განხორციელებას არა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევების დროს, არამედ მგზავრობის სხვა მიზნების შემთხვევებშიც, მაგ. ტურისტულად ან ახლობლის მონახულების მიზნით.
ამ შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც სრულად აქვთ ჩატარებული აცრა აქვთ Paul-Ehrlich-Institut-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაქცინებით, ამავე ვებ-გვერდზე მითითებულ დოზათა ოდენობით. ამასთან, ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.
დღეის მდგომარეობით, ნებადართული ვაქცინებს მიეკუთვნება მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართული ვაქცინები: AstraZeneca, Moderna, Johnson & Johnson, Biontech/ Pfizer. https://www.bmi.bund.de/…/restrictions-for-vaccinated…